კახა ძაგანია: „კავკასიას“ საშუალებას არ მივცემთ,  კრიმინალი ოლიგარქის  შემდეგ, ამერიკული ფულები ჯიბეში ჩაიდოს

კახა ძაგანია: „კავკასიას“ საშუალებას არ მივცემთ, კრიმინალი ოლიგარქის შემდეგ, ამერიკული ფულები ჯიბეში ჩაიდოს

„ლეიბორისტები“ „კავკასიის“ ეთერში გამართულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღებას და  „აქუბარდიასთვის  ოლიგარქის და ამერიკული ფულების გაპრავებას“ არ აპირებენ. ეს განცხადება კახა ძაგანიამ დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ძაგანიას განცხადებით, პარტიამ ტელეკომპანიის დირექციის მხრიდან პარტიამ შემოთავაზება მიიღო, წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო სისტემების ფონდის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით „კავკასიის“ ეთერში ხორციელდება.

„კრიმინალი ოლიგარქის ფულზე გაწუწკებული „კავკასიის“ დირექცია ეტყობა ივანიშვილის მილიონებით არ კმაყოფილდება და დღეს აშშ-ის გრანტის გაპრავებას აპირებს. "ლეიბორისტული პარტიის" სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ და მეტიც, ჩვენთვის გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის განკუთვნილ დროზე უარს ვაცხადებთ. აქუბარდიას ეტყობა ივანიშვილის მილიონები არ ეყო და ამერიკელებისგან უფრო მეტი ფული უნდა. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და "კავკასიას" საშუალებას არ მივცემთ, რომ კრიმინალი ოლიგარქის ფულების შემდეგ, ამერიკული ფულები ჯიბეში ჩაიდოს და ეს „გააპრავოს“,-განაცხადა ძაგანიამ.

მისივე თქმით, კავკასიის დირექციამ ტენდენციურობაში ნაციონალურ არხებსაც კი გაასწრო, ისევე როგორც 2007 წელს აქუბარდია ლევან გაჩეჩილაძე ღიად უჭერდა მხარს, დღესაც,  დავით აქუბარდიას ყოველდღიური, ორსაათიანი გადაცემა მთლიანად კონკრეტული პარტიის პიარკამპანიაა.