სოსო ცისკარიშვილი: დღევანდელი ხელისუფლების იდეური და სულიერი მამა ვლადიმერ ილიჩ ლენინი გახლავთ

სოსო ცისკარიშვილი: დღევანდელი ხელისუფლების იდეური და სულიერი მამა ვლადიმერ ილიჩ ლენინი გახლავთ

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ბიბლიის დონეზე აქვს ილიჩის ფრაზები აღქმული და სწორედ ნორჩი ლენინელები მართავენ დღევანდელ საქართველოს.

“დოკუმენტური მასალა მაქვს იმის თაობაზე, რომ არაფერი დასავლური დღევანდელი ხელისუფლების ცნობიერებაში არ არის.  რაზეც არ უნდა საუბრობდეს დღევანდელი ხელისუფლება, ფაქტია, რომ მათი იდეური და სულიერი მამა ვლადიმერ ილიჩ ლენინი გახლავთ. ეს ის ლენინია, რომელიც ამბობს, რომ „ცუდია ის რევოლუციონერი, რომელიც მწვავე ბრძოლის მომენტში კანონის ხელშეუხებლობის წინაშე შეჩერდება“. ეს არის გასაღები, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს დაარბიონ საკანონმდებლო სივრცე და მოირგონ ის  საკუთარი რევოლუციური იდეების აღსასრულებლად.

„სიტყვის თავისუფლება? ჩვენ არ ვაპირებთ თვითმკვლელობით დასრულებას“,-ამბობს ლენინი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ ბიბლიის დონეზე აღქმული და თავადაც რომ თვითმკვლელობით არ დაასრულონ საკუთრი პოლიტიკური სიცოცხლე, სატელევიზიო თეფშების დაყადაღებაზე გადავიდნენ.

„ვიდრე არსებობს სახელმწიფო, არ არის თავისუფლება“,- ესეც ილიჩის სიტყვებია. როდესაც იქნება თავისუფლება , არ იქნება სახელმწიფო. აი, ასეთი ასეთი ნორჩლენინელთა ხელისუფლებაა ჩვენს ქვეყანაში და სანამ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან, არ იქნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და არ იქნება თავისუფლება. ჩვენი უმაღლესი ხელისუფალის ყოველდღიური გამოსვლებითაც დასტურდება, რომ ლენინი არის მათი იდეური მამა“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.