მეწარმეები მარნეულში მრგვალ მაგიდასთან იმსჯელებენ

მეწარმეები მარნეულში მრგვალ მაგიდასთან იმსჯელებენ

დღეს  პროექტის  "ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მარნეულში საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიულ გზებსა და გადასახადებისგან თავის არიდებისას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მრგვალ მაგიდასთან იმსჯელებს. 

 კვლევები ეხება საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს და გადასახადებისგან თავის არიდებისას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“  პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI-ის მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.