სიღნაღში ნაციონალური მოძრაობას ლევან ბეჟაშვილის იმედი აქვს

სიღნაღში ნაციონალური მოძრაობას ლევან ბეჟაშვილის იმედი აქვს

სიღნაღის რაიონში ერთიანი ნაციონალურიო მოძრაობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება.ეს გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო და აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბეჟაშვილის კანდიდატურას  სიღნაღის მოსახლეობას წარუდგენენ.

ბეჟაშვილი 2003-2004 წლებში იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე ბეჟაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობდა კახეთის რეგიონში, შემდეგ კი  კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის  თანამდებობიდან კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გადადგა.

ბეჟაშვილი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ნომრადაც მოიაზრება, თუმცა, მმართველი პარტია სიას ამ დრომდე ასაიდუმლოებს.