დღეს, ბიძინა ივანიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

დღეს, ბიძინა ივანიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

 

 კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით,დღეს, 11:30 პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსგავსად პირველ ოქტომბერს გაიმართება.