პროფესიული განათლების სტანდარტის შესაქმნელად „დამსაქმებელთა ასოციაცია“ სამუშაო ჯგუფებს შექმნის

პროფესიული განათლების სტანდარტის შესაქმნელად „დამსაქმებელთა ასოციაცია“ სამუშაო ჯგუფებს შექმნის

პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით საქართველოში ახალ პროექტი იწყება.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ამ მიზნით,  სამუშაო ჯგუფების შექმნას აპირებს, რომლებიც  სხვადასხვა პროფესიისთვის სახელმწიფო სტანდარტებს შეიმუშავებენ, მათ შორის, შემდუღებელის, ელექტრიკოსის, მეფილე-მომპირკეთებელის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შემკეთებელის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, მეღვინის, მევენახის და მზარეულის პროფესიის დასაუფლებლად.

 ასოციაციის ინფორმაციით, თითოეული ზემოთაღნიშნული პროფესიის სტანდარტის შემუშავებისათვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჯგუფში ასევე შევლენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, სამუშაო ჯგუფში შექმნილი პროფესიული სტანდარტი ქვეყანაში განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად შესრულების პროცედურებს. ამასთან, იგი პროფესიის დონეებსა და მათ შორის სხვაობებსაც დაადგენს.

პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებისთვის შეხვედრები და ტრენინგებია დაგეგმილი და ის ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.

მსურველებმა საკუთარი წარმომადგენლის კანდიდატურა „დამსაქმებელთა ასოციაციას“ 16 აგვისტოს 12:00 საათამდე უნდა წაურდგინონ.