ნიკოლაიშვილი და მისაბიშვილი თანამდებობიდან გადადგებიან

ნიკოლაიშვილი და მისაბიშვილი თანამდებობიდან გადადგებიან

ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო და მის კანდიდატურას ამ დღეებში წარადგენენ.

რამაზ ნიკოლაიშვილი სავარაუდოდ ხვალ გადადგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან.

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, რომელმაც თანამდებობა ხვალ უნდა დატოვოს სამეგრელოს გუბერნატორი გურამ მისაბიშვილია. მისი კანდიდატურა სენაკში მაჟორიტარ დეპუტატად არის წარდგენილი.