რეკორდსმენი ოლიმპიელი ანჯელინა ჯოლისა და მუჰამედ ალის კვალდაკვალ (VIDEO)

რეკორდსმენი ოლიმპიელი ანჯელინა ჯოლისა და მუჰამედ ალის კვალდაკვალ (VIDEO)

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, რამდენიმე სპორტსმენმა გამონახა ცოტაოდენი დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის.

ცნობილი ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი კი, როგორც ჩანს სპორტმა დაღალა და გადაწყვიტა თავის სამოდელო ბიზნესში მოსინჯოს.

ანჯელინა ჯოლისა და მოჰამედ ალის კვალდაკვალ ფელპსმა მონაწილეობა Louis Vuitton-ის საიმიკო სარეკლამო კამპანიაში მიიღო, რომელსაც ლეგენდარული არტ-ფოტოგრაფი ენნი ლეიბოვიცი ხელმძღვანელობს.

ცოტა ხნის წინ, ხელმისაწვდომი გახდა სპორტსმენის სარეკლამო ფოტოსესიის პირველი ფოტო. მასზე მაიკლი აბაზანაშია, მის გვერდზე კი პირსახოცზე Louis Vuitton-ის ყველასთვის ცნობილი ჩანთა დევს.

27 წლის მაიკლ ფელპსმა ლონდონის ლიმ­პი­ურ თა­მაშ­ებ­ზე ოთხი ოქ­რო და ორი ვერ­ცხ­ლი მო­ი­გო. სა­ერ­თო ჯამ­ში ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ოლიმ­პი­ელს  22 მე­და­ლი და­უგ­როვ­და. მათ შო­რის 18 ოქ­რო, ორი ვერ­ცხ­ლი და ორიც ბრინ­ჯაო.  დაგროვილი მედლების წყალობით, ამერიკელი მოცურავე ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ყველა დროის მსოფლიო  რეკორდსმენი გახდა.