ტოკიოსა და სეულს შორის ურთიერთობები დაიძაბა

ტოკიოსა და სეულს შორის ურთიერთობები დაიძაბა

ტოკიოსა და სეულს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პირველად ისტორიაში ფეხი დაადგა კუნძულს, რომელსაც ამომავალი მზის ქვეყანაში საკურებად მიიჩნევენ.

„პრეზიდენტ ლი მიონ ბაკთან ერთად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას და ჩვენი ქვეყნების მომავალზე ვზრუნავთ. ძალიან სამწუხაროა ეს ვიზიტი. ვფიქრობ, რომ იაპონიის მთავრობას გადამწყვეტი პოზიციის შემუშავება მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით“, განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიხიკო ნოდამ.

კუნძლი ტოკტიო, რომლის გამოც ამხელა ამბები ატყდა, ვულკანური წარმოშობის კუნძულია და იაპონიის ზღვაში ორივე სახელმწიფოდან ერთიდაიგივე მანძილზე მდებარეობს.