სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ,  აუდიტის სამსახურის ოქმის განხილვა მიმდინარეობს

სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ, აუდიტის სამსახურის ოქმის განხილვა მიმდინარეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 2 900 000 დოლარის, 700 000 ლარისა და 700 ევროს ნაღდი ფულის სახით გამოტანის გამო,  დაჯარიმებას მოითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.

აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, გატანილი თანხის კვლავ, საკუთარ ანგარიშზე დაბრუნება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, კახი კალაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 16 944 900 ლარის ჯარიმა დააკისრა.

გარდა ამისა, მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკუთარი ანგარიშებიდან ნაღდი ფულის მოხსნისა და მისი ხარჯვის დაუსაბუთებლობის მიზეზით, აგრეთვე იმის გამო, რომ არ დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და ნაღდი ფულის სახით საკუთარი ანგარიშიდან გატანილი თანხა ანგარიშზე არ დააბრუნა, უძრავ-მოძრავი ქონებაც დაუყადაღდა.

საუბარია კომპანიებზე „მაქს ბეტი“, „კალა კაპიტალი“,  ასევე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებზე.

ასევე სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოში კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.