იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ლიანკურის გამო იჩხუბეს

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ლიანკურის გამო იჩხუბეს

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, სადაო კუნძულ ლიანკურის გამო,  იაპონიამ სამხრეთ ჩინეთიდან  ელჩი გამოიძახა.

სამხრეთ ჩინეთის პრეზიდენტის ლი მენ ბაკას ვიზიტი, დიპლომატიური უთანხმოების დაწყების მიზეზი გახდა.

კუნძული ლიანკური, რომელსაც იაპონელები ტოკტო-ს უწოდებენ და რა თქმა უნდა, იაპონიის საკუთრებად მიჩნევენ და ჩინელები, რომელსაც ტაკესიმას უწოდებენ, ჩინეთის მატერიკის გაგრძელებად აღიარებენ, დიდი ხანია სადაო თემად იქცა ორ ქვეყანას შორის.

ეს კუნძულები, კორეის ანექსიამდე, 1905 წელს, იაპონიას გადაეცა. სეულმა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ განაცხადა კუნძულზე პრეტენზია. 1954 წლის შემდეგ კუნძულის გარშემო სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ბრიგადები არიან განლაგებულნი.