ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ჩიქობავას ქუჩაზე,   ლონდნის ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა და  მათ განათლების, დასაქმების  და  ჯანდაცვის წინასაარჩევნო პროგრამები გააცნო.

 დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა ახალგაზრდობის ჩართულობის როლზე პოლიტიკაში , მისი თქმით

„სამწუხაროა ის რეალობა, როდესაც ახალგაზრდებს მხოლოდ სწავლაზე კი არ უწევთ ფიქრი, არამედ იმაზე თუ რომელ პარტიას გამოუცხადონ მხარდაჭერა“.

 ვიქტორ დოლიძემ შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პრობაციონერების პრობლემასა და ჩუღურეთელების განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებს.

აქვე ლონდონის ბაღში შეკრებილ ახალგაზრდებს გამძლეობისკენ მოუწოდა და უკეთეს მომავალს დაჰპირდა.

 „მჯერა რომ ამ რთულ პერიოდს ერთად გადავიტანთ და ოქტომბერში ერთად დავიწყებთ ქართული ოცნების აღდგენას“- მიმართა  მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს.ვიქტორ დოლიძე ჩიქობავას

ლონდნის ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა და  მათ განათლების, დასაქმების  და  ჯანდაცვის წინასაარჩევნო პროგრამები გააცნო.