ჩინეთის დიდი კედელი იშლება

ჩინეთის დიდი კედელი იშლება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ჰებეის პროვინციაში, ჩამოშალა. ჩამოშლილი კედლის სიგრძე 36 მეტრს შეადგენს.

სააგენტო „სინხუას“ განცხადებით, ჩამოშლილი ნაწილის გარდა, კედელზე ნაპრალებია აღმოჩენილი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გამოიწვევს კედლის ჩამოშლას. თუმცა, ხელისუფლების განცხადებით, მან უკვე შეიმუშავა გეგმა კედლის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ.

ჰებეის პროვინციაში ჩინური კედელი მინების დინასტიის დროს  1368-1644 წლებში იქნა აშენებული, მისი სიგრძე კი, დაახლოებით  8850 კილომეტრს შეადგენს.