„საქართველოს გზა“: პარადოქსია - ხალხი ქვეყნიდან  გარბის და  ამომრჩეველთა რაოდენობა  200 000- ით გაიზარდა

„საქართველოს გზა“: პარადოქსია - ხალხი ქვეყნიდან გარბის და ამომრჩეველთა რაოდენობა 200 000- ით გაიზარდა

პარტია „საქართველოს გზა“ ოპოზიციურ პარტიებს  მოუწოდებს, ხელისუფლებას საარჩევნო სიებით მანიპულირების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის შესახებ დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა სეთურიძემ პრესკონფერენცია გამართა.

სეთურიძის განცხადებით,  პარადოქსია - ხალხი გარბის ქვეყნიდან და ამ დროს ამომრჩეველთა რაოდენობა არ კლებულობს პირიქით,  1990 წელთან შედარებით 200 000 ით გაიზარდა.

„თუ უშუალოდ კარდაკარის პრინციპით ჩატარებული კვლევა არის მავანისთვის სანდო,  კიდევ ერთხელ მოგაწვდით ჩვენს მიერ ყაზბეგში ჩატარებული კარდაკარის შედეგებს, რომელის სისტემატიურად ზუსტდება და დღევანდელი მონაცემებით, ყაზბეგში ფიქსირდება 3358 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით ეს რიცხვი 5779 შეადგენს. სხვაობა 60% ია“, - განაცხადა სეთურიძემ.

„საქართველოს გზას“ მიაჩნია, რომ  ამ მონაცემების ერთ სისტემაში გაერთიანებაა აუცილებელი.

მისივე ცნობით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა გვაჩვენებს, რომ 2003 წელს მოსახლეობა იყო 3,965000, რაც 360000 ნაკლებია ოფიციალურ მონაცემებზე, 2008 წელს 570000-ით ნაკლებია, 2011 წელს კი -  680000-ით.

სეთურიძის თქმითვე, აუცილებელია აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთო პოზიცია ჩამოყალიბდეს.

„აუცილებელია მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზა,  რათა მინიმუმამდე იყო დაყვანილი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სიებით მანიპულაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა სეთურიძემ.