„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლება არჩვენების გაყალბებისათვის ემზადება

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლება არჩვენების გაყალბებისათვის ემზადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ,  პარტია განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, ცენტრალური  საარჩვენო კომისიის მიერ გამოქვეყნებული  ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 2010 წლის ადგილობრივი არჩვენებთან შედარებით გაზრდილია.

„კერძოდ 2010 წელს ქუთაისი 161.393 ხოლო დღეს ქუთაისი 163.654. (ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა მათ სჭირდებოდათ ქუთაისში ამომრჩევლთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 110.000 კაცს) საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზრდილია მიგრაცია, სიკვდილიანობა და შემცირებულია შობადობა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“  მიიჩნევს,  რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება თავის სატელიტ პარტიებთან ერთად არჩვენების გაყალბებისათვის ემზადება და მოუწოდებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენლებს საქართველოში მოახდინოთ საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე.