აჯანყებულებს სირიაში „ლიბია-ირლანდიელების“ დანაყოფი დაეხმარება

აჯანყებულებს სირიაში „ლიბია-ირლანდიელების“ დანაყოფი დაეხმარება

The Foreign Policy-ის ინფორმაციით, სირიელ აჯანყებულებს პროვინცია იდლიბში აჯანყებულტა ახალი „უმის დანაყოფი“ დაეხმარება. დანაყოფს წარმოშობით ირლანდიელი ლიბილეი მაჰდი ალ-ხარატი ხელმძღვანელობს.

ხარატი ლიბიაში ირლანდიიდან 2011 წელს ჩავიდა. შემდეგ ყატარში სპეციალურ სამხედრო ბანაკში  წვრთნები გაიარა და ლიბიელებისგან შემდგარ ერთ-ერთ დანაყოფს ჩაუდგა სათავეში. მან დიდი როლი შეასრულა მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობაში. სირიელმა აჯანყებულებმა ხარატს დახმარებისთვის მიმართეს. მისი ექვსიათასკაციანი დანაყოფი უდიდესი დისცილინით გამოირჩევა.ამბობენ, რომ მის სამხედრო დანაყოფში, მარტო ლიბიელები და სირიელები კი არა, არამედ ევროპელებიც შედიან.