დავით გამყრელიძემ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად გია გოცირიძე წარადგინა

დავით გამყრელიძემ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად გია გოცირიძე წარადგინა

დღეს „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ სოფელ ასურეთში თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად გია გოცირიძე წარადგინა.

გია გოცირიძე ადგილობრივი მკვიდრია, პროფესიით ვეტერინარი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ისე თეთრიწყაროს თვითმმართველობაში. სხვადასხვა დროს იყო ასურეთის თემის გამგებლის მოადგილე და ასურეთის საკრებულოს თავმჯდომარე.

2008 წლის შემდეგ იგი არის შპს „ალგეთელის“ დირექტორი.