„ახალი მემარჯვენეები“ სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ

„ახალი მემარჯვენეები“ სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ

 „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მურად ჩხაიძე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა პარტიის წარმომადგენლებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრა და პარტიის საარჩევნო პროგრამას გაეცნო. სოფელს სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის გადასახადი, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან მაღალია (400-700 ლარი).

მამუკა კაციტაძემ და მურად ჩხაიძემ მუხრანის მოსახლეობას „ახალი მემარჯვენეების“  საარჩევნო პროგრამა გააცნეს: ქართული სოფლის აღორძინება მემარჯვენეებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნას.