„თავისუფალი საქართველოს“  დედოფლისწყაროს და სიღნაღის  ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს და სიღნაღის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“  სიღნაღის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტია განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქონების მართვის და საჯარო რეესტრის სპეციალისტებთან ერთად ახდენენ მოსახლეობის  საკარმიდამო ნაკვეთების ნახაზების შედგენას.

„როგორც მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, დაახლოებით  ერთი თვის წინ, სოფლის  80% – მა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მოახდინა საკუთრების პრივატიზება. ისინი გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ  მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა თავიანთი მხარდამჭერები წინასწარ ჩააყენეს საქმის კურსში შემდგომში საკუთრების უფასო პრივატიზების შესახებ. ხოლო დანარჩენი ნაწილი, რომელიც ამ ინფორმაციას არ ფლობდა, იძულებული გახდა საკუთრების დაკარგვის შიშით, მოეხდინა პრივატიზება საფასურის გადახდის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 პარტია „თვისუფალი საქართელოს“  სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე,,  მაია სუხიშვილი ამ ფაქტს   ამომრჩევლის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას აფასებს.

„ასევე ეს არის, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მოვითხოვთ, როგორც ადგილობრივმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა ამომრჩეველი ჩააყენოს თანაბარ პირობებში, რადგან ხელისუფლება ვალდებულია თანაბრად იზრუნოს ყველა ადამიანზე, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა“, - აცხადებენ პარტიაში.

აქვე, პარტია დედოფლისწყაროში არსებულ სიტუაციზე იუწყება და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „თავისუფალი საქართველოს“  დედოფლისყაროს ორგანიზაცია ადილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები გასული წლის სექტემბრის თვიდან მუშაობენ ფარულად. არჩევნების გამოცხადების დღიდან ხელისუფლებამ გააძლიერა ნაცკოორდინატორების მუშაობა, რომლებიც მოსახლეიბის მიმართ იჩენენ აგრესიას. როგორც საზღვრისპირა სოფლებიდან გვაცნობეს, თითოელ სოფელში 30 - 50 - მდე აგიტატორი მუშაობს. მათ დანაწილებული აქვთ  ქუჩები და ახდენენ თითოეულ ოჯახში შესვლას და აგიტაციას. აგიტატორები აგრეთვე არიგებენ  ნაციონალების საარჩევნო ფლაერებს „მეტი სარგებელი ხალხს“, ასევე დააქვთ ფურცელი, სადაც  წერია თუ რომელ პარტიას აძლევენ ხმას და აძლევენ თუ არა ხმას ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ მაჟორიტარობის კანდიდატს - ზაზა კედელაშვილს. იმ ადამიანებს, ვინც არ  პასუხობს, წერენ ეგრეთწოდებულ “შავ სიაში“ თან ემუქრებიან, რომ ამას სადაც საჭიროა იქ მიიტანენ“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, მოსახლეობაზე ზეწოლას და პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხოლო ის ფაქტი, რომ აძლევენ თუ არა ხმას ნაციონალების ადგილობრივ კანდიდატს ხმას და  ხალხის   რეგისტრაცია,,არის კონსტიტუციის 28–ე მუხლის 1 პუნქტის დარღვევა, რაც ითვალისწინებს კენჭისყრის ფარულობას.