თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი ოჯახის მისამართით ხშირად ისვრიან ტალახს

თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი ოჯახის მისამართით ხშირად ისვრიან ტალახს

სამაუწყებლო კომპანია „მაესტროს“ გადაცემაში  “არგუმენტები“ ჟურნალ „ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა  თამარ ჩერგოლეიშვილმა და „ლიბერალის“ მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა ქართულ მედიაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

თამარ ჩერგოლეიშვილმა „მეცხრე არხში“ მომუშავე პერსონალი პოლიტიკურ აქტივისტებად მოიხსენია და ამავე არხის წამყვანი ნათია ლაზაშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელების საბაბით,ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„ჩემი ოჯახის მისამართით ხშირად ისვრიან ტალახს. რასაც,როგორც საჯარო პირი ყურადღებას არ ვაქცევ ,მაგრამ ნათია ლაზაშვილის განცხადება,რომ თანამდებობის პირმა, ომის დროს  მიატოვა გაჭირვებაში მყოფი ქვეყანა, აღმაშფოთებელი ცილისწამებაა“-აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე  განცხადებით, ის   9 აგვისტოს, თავის მეუღლესთან ერთად შვებულებიდან  დაბრუნდა  საქართველოში და პროვოკაციული განცხადებები ვითომდა, გიგა ბოკერიამ დაიწყო აგვისტოს ომი,  აბსურდია.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს დღეებში, გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ბევრმა თანამდებობის პირმა ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ გავიდა. გარკვეული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ ხელში აქვთ ხელისუფლების ბევრი პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები.  სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საემიგრაციო საბუთები, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების ქვეყნიდან გასვლის და შემოსვლის ზუსტი დროა მითითებული.

„არგუმენტების“ სტუმრები ერთ-ერთი სააგენტოს მიერ დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომის ფაქტსაც შეეხნენ, რომელიც შემდეგ ორმა ტელეკომპანიამ გამოიყენა.   

შორენა შავერდაშვილი ხაზს უსვამს, რომ  „მეცხრე არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა  „ჯი -ეიჩ -ენის“  მიერ გავრცელებული ტექსტი სრულიად მექანიკურად წაიკითხეს  და მათ მიერ ნათქვამი სიტყვები,  ცხინვალში რუსეთის ჯარების „ლეგალური“  შემოყვანისა , ფაქტია უნებლიედ დაშვებული შეცდომა იყო.

შავერდაშვილის თქმით , მომხდარი ფაქტი ნაციონალურ მაუწყებლებზე, პოზიციის სასარგებლოდ შეიფუთა,როდესაც „იმედზე“გასულ სიუჟეტს უწოდეს მექანიკური შეცდომა,ხოლო  „მეცხრე არხზე“გასულს - პოლიტიკური განცხადება და არხის მფლობელის პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება. შორენა შავერდაშვილი ორი იდენტური ფაქტის ასეთნაირ შეფუთვას,ტრაგედიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ასეთი რამ   საქართველოში დღესდღეისობით  ნამდვილად ხდება.