ლანა დელ რეის ახალი ვიდეოკლიპი, ძველ კომპოზიციაზე(VIDEO)

ლანა დელ რეის ახალი ვიდეოკლიპი, ძველ კომპოზიციაზე(VIDEO)

ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი ზაფხულის ცხელ დღეებში შემოქმედებით მუშაობას აქტიურად განაგრძობს, მან ორი თვის განმავლობაში ორი ახალი სიმღერა შემოგვთავაზა, ვიდეოკლიპებთან ერთად. ახალგაზრდა მომღერლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მუსიკალური პროდიუსერები მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.

ლანა დელ რეიმ  ამჯერად ახალი ვიდეოკლიპი შემოგვთავაზა, რომელიც კომპოზიცია „Summertime Sadness“-ზე შეიქმნა და მის მეორე ალბომში  „Born To Die“ შევა.  კლიპის  რეჟისორები კაილ ნიუმანი და სპენსერ ზასერი არიან. ვიდეოგადაღებებში მონაწილეობა მსახიობმა ჯეიმი კინგმაც მიიღო