ვანო მერაბიშვილი : 1500 ოჯახში შევა სიკეთე, 1500 ოჯახი მიიღებს სარგებელს

ვანო მერაბიშვილი : 1500 ოჯახში შევა სიკეთე, 1500 ოჯახი მიიღებს სარგებელს

პრემიერი-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი შიდა ქართლში ჩქაროსნული მაგისტრალის 29-კილომეტრიანი მონაკვეთის  მშენებლობის პროცესს დაესწრო, რომელიც რუისს აგარასთან დააკავშირებს.

„1500 ოჯახში შევა სიკეთე, 1500 ოჯახი მიიღებს სარგებელს. მაგრამ ჩვენ, ამ გზის მშენებლობით, სიკეთეს შევიტანთ არა მარტო ამ 1500 ოჯახში არამედ,  სარგებელს მოვუტანთ მილიონობით საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალის მშენებლობას. ხელშეკრულებით ამ გზის გარანტია არის 32 წელი. 32 წელი ამ გზას არ დასჭირდება სერიოზული შეკეთება და იმუშავებს მაღალი ხარისხით“,  - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ მონაკვეთზე ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა არის შეთანხმება, რომ 90% დასაქმებული იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.

29-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებას პრემიერთან ერთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოში ჩინეთის ელჩი დაესწრო.