შვარცენეგერი საკუთარ თავზე ფილმს იღებს (VIDEO)

შვარცენეგერი საკუთარ თავზე ფილმს იღებს (VIDEO)

რამდენიმე დღის წინ, დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღებები ცნობილ ტერმინატორსა და კალიფორნიის შტატის ექს-გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერზე.

როგორც ამბობენ, ფილმი ეკრანებზე 30 სექტემბრიდან გამოვა, ეს იქნება შვარცენეგერის ავტობიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით,- „გაიხსენე ყველაფერი“.

7აგვისტოს, არნოლდ შვარცენეგერი ამერიკული ტელეარხის CBS -ის გადამღებ ჯგუფთან ერთად თავის მშობლიურ ქალაქ გრაცში იმყოფებოდა, სადაც მთელი ფილმის შექმნაა დაგეგმილი.

პირველ რიგში გადაღებები  ქალაქის კინოთეატრში გაიმართება. იქ, სადაც ამერიკელი „ტერმინატორი“  პირველად ეზიარა ამერიკულ კინემატოგრაფიას.