მიხეილ სააკაშვილმა გორის „დილას“ გამარჯვება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილმა გორის „დილას“ გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს და ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე  საქართველო უკვე გორის „დილამ“  ასახელა. „საფეხბურთო კლუბი გუშინ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ბოლო საფეხურზე გადავიდა და ამ გამარჯვებით, ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაგვიბრუნა. მჯერა, რომ ქართლელებისთვის ჩვეული შემართებითა და ჟინით, გუნდი ყველა ბარიერის გადალახვას შეძლებს და სანატრელ გამარჯვებებსაც მოგვიტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზრდენტმა ეს წარმატება, როგორც გუნდს ისე გორელებს და გამარჯვებებს მონატრებულ ყველა ქართველ გულშემატკივარს მიულოცა.

„დილას“ კი,  მხოლოდ შემდგომ წინსვლას ვუსურვებ წინსვლას, რომელიც დღეს ასე სჭირდება ქვეყანას ყველა საქმეში“, - განაცხაად სააკაშვილმა.