ცაგარეიშვილი:  ბატონო მიხეილ, როგორ გიტრიალდება ენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს რუსეთუმეებს ეძახი?

ცაგარეიშვილი: ბატონო მიხეილ, როგორ გიტრიალდება ენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს რუსეთუმეებს ეძახი?

 ოპოზიციონერი დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კულტურის სამინისტრო ტყიულში გამოიჭირა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დღემდე 600–მდე სამონასტრო კომპლექსი აღადგინა, თუმცა, ეს სიცრუეა, რადგან 535 არქიტექტურული სამონასტრო კომპლექსი „ქართუმ“ აღადგინა.

ცაგარეიშვილის განმარტებით, ყველაფერი რაც ამ წლების განმავლობაში  კეთდებოდა, დაწყებული სამონასტრო კომპლექსების მშენებლობით, ჯარისა და პოლიციის ეკიპირებითა და აღჭურვით, კულტურის და სპორტის გადარჩენით, სკოლების რემონტით, საჯარო სკოლებისთვის  100 ათასი მერხის შეძენით  ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთდებოდა.

„ჩემთვისაც კი ბევრი რამ საიდუმლო იყო და არ ვიცოდი თუ რა პროექტებს აფინანსებდა ივანიშვილი. ახლახან შევიტყვე, რომ ყველა საბაჟო გასვლელი პუნქტი ბიძინა ივანიშვილის ფულით ყოფილა დაფინანსებული. სად იყავი შენ, ბატონო მიხეილ, როდესაც ქველმოქმედი ამას აკეთებდა? სად მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული? როგორ გიტრიალდება ენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებსრუსეთუმეებს ეძახი? ამას ამბობ ადამიანი, რომელიც კუდამოძუებული გამოიქცა გორიდან და საკუთარ ცხენს გადაასწრო“ – აღნიშნა ცაგრეიშვილმა და დაამატა, „კაცი, რომელიც 26 მაისს საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორდა და მაღაზიის თავზე შემოაწყო გვამები დღეს სითავხედე ყოფნის და სხვისკენ იშვერს ხელს“.