ბაქრაძე და უგულავა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ

ბაქრაძე და უგულავა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ

13 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისი მერი გიგი უგულავა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ. ეს წარდგენა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოხდება, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს.

თბილისის 10 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება მმართველმა პარტიამ რაიონების ნაცვლად პარტიულ ოფისში გადაწყვიტა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენი რაიონების მაჟორიტარებს, დავით ბაქრაძემ ისინი კონკრეტულ რაიონებში ჩასვლისას წარადგენდა, თბილისში კი მაჟორიტარების წარდგენა პარტიულ ოფისში მოხდება.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია: კრწანისი – დავით საყვარელიძე, მთაწმინდა– არჩილ გეგენავა, ჩუღურეთი– ანდრო ალავიძე, ვაკე–გიორგი კარბელაშვილი, დიდუბე – გოგი ჩაჩანიძე, გლდანი – ნიკოლოზ  ხაჩირიშვილი, სამგორი – მიხეილ მაჭავარიანი, ისანი– გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი – მერაბ სამადაშვილი,  საბურთალო – ანდრია ურუშაძე.