ლტოლვილთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლტოლვილთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთასამინისტრო  2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებაც ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დარღვევით განახორციელეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. „ხუთდღიან ომს საქართველოს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით, შეძლო კრიზისულ სიტუაციაში იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული დახმარებით და თავშესაფრით, მოკლე ხანში კი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სამინისტრო განაგრძობს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებზე ზრუნვას მათ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებამდე საკუთარ მიწა-წყალზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტრო და პირადად მინისტრი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.