გაეროს წარმომადგენლებმა ალეპო დატოვეს

გაეროს წარმომადგენლებმა ალეპო დატოვეს

გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებმა, უსაფრთხოების არ არსებობის გამო, სირიის ქალაქი ალეპო დატოვეს. გაეროს 20-მდე წარმომადგენელი დროებით დამასკოში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაშია გადაყვანილი.

ალეპოში სისხლისმღვრელი ბრძოლებიბაშარ ასადისა და სირიის თავისუფლების არმიას შორის,  რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს დამკვირვებელებს 20 ივლისს მანდატი კიდევ ერთი თვით, 20 აგვისტომდე გაუგრძელა, თუმცა დამკვირვებელთა რაოდენობა 300-დან 150-მდე შეამცირა.