ლაზიკაში უკვე ბულვარი ეწყობა

ლაზიკაში უკვე ბულვარი ეწყობა

 ლაზიკაში ბულვარის მოწყობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის თაობაზე ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის”  საიტზეა განთავსებული.   “დაიწყო ახალი ქალაქის - “ლაზიკას” მშენებლობა. 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება პირველი ნაგებობები და ბულვარი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საიტზე დევს.

 ქალაქი ლაზიკის სტატუსი კონსტიტუციით განისაზღვრა. იგი ანაკლიასა და ყულევს შორის აშენდება.