ინგლისის ყველაზე ძვირი მამული ძებნაში მყოფმა ანდრეი ბოროდინმა შეისყიდა

ინგლისის ყველაზე ძვირი მამული ძებნაში მყოფმა ანდრეი ბოროდინმა შეისყიდა

Sunday Times-ის ინფორმაციით, ინგლისის ყველაზე ძვირი მამული, 300 წლიანი სასახლე რუსეთის ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ბოროდინმა 140 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეისყიდა. მამულის მფლობელის ვინაობა აქამდე არ ხმაურდებოდა, თუმცა გამოცემას ეს ცნობა კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯონ ჰოლსალმა მიაწოდა.

„მამულის ტერიტორიაზე განლაგებულია ვეტმფრენის დასაჯდომი, სპა-კომპლექსი, საშინაო კინოდარბაზი, გოლფის სათამაშო მოედანი, საჯინიბო და ნავების სადგომი. მიწა კი 80 ჰექტარს შეადგენს“,-წერს გამოცემა.

„მე ჩემს პირად ცხოვრებაზე კომენტარს არ ვაკეთებ“,- უპასუხა  Sunday Times-ს 45 წლის ბიზნესმენმა., რომელსაც მამულის შენახვა წელიწადში 100 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება.

მამულის წინა მფლობელები უელსის პრინცი ფრედერიკი და ბერძენი სანაოსნო კომპანიის მფლობელი ჯონ ლატსისი გახლდნენ. 2007 წელს ლატსისისგან მამული 45 მილიონ ფუნტ სტერლინგად დეველოპერმა მაიკ სპინკმა შეისყიდა. თუმცა, იძულებული გახდა მამული გაეყიდა, რადგან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას საშუალება არ მისცეს ისტორიული მამული ქალაქგარე კლუბად ექცია.