შსს-ს თანამშრომლებმა  სუბარისა და კომახიძის  შეხვედრის  ფარულად ჩაწერის მცდელობისთვის,  3 კვირა შვეიცარიულ ციხეში გაატარეს

შსს-ს თანამშრომლებმა სუბარისა და კომახიძის შეხვედრის ფარულად ჩაწერის მცდელობისთვის, 3 კვირა შვეიცარიულ ციხეში გაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2-მა თანამშრომელმა, რომელიც ციურიხში სოზარ სუბარისა და ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის შეხვედრის ჩაწერას ცდილობდნენ, 3 კვირა შვეიცარულ ციხეში გაატარეს შემდეგ კი, საქართველოში იყვნენ დეპორტირებულები.

გაზეთ „ნოია ციურიხან ცაიტინგის“ ცნობით,  შემთხვევა აპრილში მოხდა. სოზარ სუბარი ვახტანგ კობახიძეს 11 აპრილს ციურიხის სასტუმრო „მარიოტში“ ხვდებოდა.

სტატის ავტორი წერს,  რომ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი საკმაოდ დაუფარავად იღებდა და  ისინი ჩამწერი მოწყობილობიანად ადგილზე დააპატიმრეს.  შემთხვევა  გაზეთს,  შვეიცარიის უშიშროების სამსახურმაც დაუდასტურა.

ავტორი ამბობს, რომ ეს უცხოეთში მყოფი ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი ფარული  მოსმენა არაა და 2009 წელს ბერლინის  სასტუმროში ჩანაწერს იხსნებს,  რომელიც ქართულ მედიაში გამოქვეყნდა.