ბიძინა ივანიშვილი: გთხოვთ, როგორმე გახდით უფრო ობიექტურები, ნუ ექვემდებარებით ძალადობას

ბიძინა ივანიშვილი: გთხოვთ, როგორმე გახდით უფრო ობიექტურები, ნუ ექვემდებარებით ძალადობას

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა   ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრისას ჟურნალისტებსაც მიმართა.

„ნუ შეგეშინდებათ,  ნუ შეებრძოლებით თვითონ საკუთარ მომავალს, ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენს შვილებს! ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობას დაუმტკიცოთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ამ სიცრუეს და იმ სიცრუის მექანიზმს, რომელსაც ერთი კაცი გეგმავს. მე თქვენ გთხოვთ, როგორმე გახდით უფრო ობიექტურები, ნუ ექვემდებარებით ძალადობას. ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოებაში წევრობა გაგიჭირდებათ, რამდენადაც საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია ძალიან ბევრ ჟურნალისტზე. უნდა მოახერხოთ და დაბრუნდეთ საზოგადოებაში“,-  მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ჟურნალისტებს.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  ყველა ჟურნალისტს თავისუფალი მუშაობის საშუალება ექნება.