ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნებისადმი“  მხარდაჭერა  პრინციპული და ძალიან გამოკვეთილია

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერა პრინციპული და ძალიან გამოკვეთილია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციამ,  როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში აჭარაშიც მაღალი შემართებით ჩაიარა.

სესიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის განწყობა იგრძნობოდა,  როგორც ბათუმის ქუჩებში ისე მთლიანად აჭარის სხვადასხვა რაიონებში.

„ხალხი მოლოდინშია,  რომ „ქართული ოცნება“  გაიმარჯვებს და  ქვეყანაში რეალურად სიკეთისკენ ცვლილებები დაიწყება. აღდგება სამართლიანობა და ქვეყანა ძალიან მალე ფეხზე დადგება. ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სხვა ლიდერების  მიმართ, დამოკიდებულება  განსაკუთრებულია  და   მიუხედავად ძალიან ცუდი ამინდისა, ამ აქციაში მონაწილეობა   ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო.  აქციის დაწყებიდან ბოლომდე კოკისპირული წვიმა იყო, თუმცა ფეხი არავინ  მოიცვალა და აქციაზე ყველა ბოლომდე დარჩა, რაც კიდევ ერთხელ,  მანიშნებელია ჩვენი საზოგადოების  სიმტკიცის და პრინციპულობისა, რომ მხარდაჭერა  არა უბრალოდ ზოგადი არამედ,  პრინციპული და ძალიან გამოკვეთილია“, - განაცხადა სესიაშვილმა.