7 -8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნებაც“  შეაჩერებს

7 -8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნებაც“ შეაჩერებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას უერთდება და 7-8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიას შეაჩერებს.

კოალიციის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს სწორი ინიციატივაა.

„ვუერთდებით ამ ინიციატივას, საარჩევნო კამპანიას ვწყვეტთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინიციატივაა. შესაბამისად, ამ ორი დღის განმავლობაში არაფერს არ ვაკეთებთ. კოალიციის ტრადიციული ბრიფინგი ჩატარდება, თუმცა ეს იქნება საინფორმაციო ხასიათის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გამოვიდა ინიციატივით და  პარტიებს 7-8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის შეწყვეტის ინიციატივით  მოუწოდა.