რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლებას საკუთარ მოედანზე ივანიშვილმა მგონი მოუგო

რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლებას საკუთარ მოედანზე ივანიშვილმა მგონი მოუგო

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბათუმში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ,  გამართულ აქციას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმს იმდენად რამდენადაც,  აჭარა ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია.

საყვარელიძის თქმით, ფაქტიურად,  ბათუმში წარმატებული აქცია ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას მის საკუთარ მოედანზე  ივანიშვილი მოუგებდა.  „მგონი მოუგო“- აღნიშნავს საყვარელიძე.

„ბევრი თვალსაზრისით,  უდაოდ წარმატებული აქცია იყო. ხალხის განწყობილება  ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის და თვითონ ივანიშვილის სიტყვაც ძალიან მიზანმიმართული იყო სწორედ, იმ პრობლემატიკისადმი, რომელიც აჭარისადმი აქტუალური. ეს არ იყო ზოგადად,  სამოთხის აშენების ტიპი,  ეს იყო აჭარაში პრობლემების გადაწყვეტის პროექტი“, - განაცხადა საყვარელიძემ.