ცესკო დღეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოაქვეყნებს

ცესკო დღეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოაქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს თავის ვებგვერდზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოაქვეყნებს.

ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკო-ს სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ პირველ აგვისტოს გადასცა. სია მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით არის შედგენილი და ასეთია: ძირითად სიაში არის 3 385 844 მონაცემი; აქედან მისამართის გარეშეა 52 648 ამომრჩეველი; რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995; გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390; აღნიშნული სიის მიხედვით საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი;

ამ მონაცემებში ითვლება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ და ასეთი 55 277 ამომრჩეველია. იძულებით გადაადგილებულთა შორის არის 207 055 ამომრჩეველი. ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა 1 295-ს შეადგენს, ხოლო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183 465 ამომრჩეველს.
1 სექტემბრამდე მოქალაქეებს სიაში საკუთარი თავის გადამოწმებისა და ცვლილებების მოთხოვნით კომისიისთვის მიმართვის საშუალება ექნებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სიის საბოლოო ვერსიას 15 სექტემბრისთვის გამოაქვეყნებს.