პოლიტიკური პარტიების 8  შემომწირველის ქონება დღეს საჯარო აუქციონზე  გავა

პოლიტიკური პარტიების 8 შემომწირველის ქონება დღეს საჯარო აუქციონზე გავა

პოლიტიკური პარტიების 8  შემომწირველის ქონება დღეს საჯარო აუქციონზე  გავა და აუქციონი დასრულდება.  17 შემომწირველის ქონების გაყიდვა ელექტრონულ აუქციონზე ნაწილობრივ უკვე  დასრულდა.  3 აგვისტოს აუქციონზე 9 პირის 15 ქონებრივი საკუთრება იყო გატანილი და 7  გაიყიდა. რაც შეეხება მყიდველის გარეშე დარჩენილ ქონებას, მათზე შესაძლოა, განმეორებითი აუქციონი გამოცხადდეს.

შეგახსენებთ,  რომ ლონდონში მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაჯარიმებულ პირთა ქონების ყიდვისა და მფლობელებისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ იგი ქართველ ემიგრანტებთან ერთად,  მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რათა გაყიდული ქონება მფლობელებს დაუბრუნდეს.