საიას ინფორმაციით, ბათუმის აქციაზე კანონსაწინააღმდეგო არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

საიას ინფორმაციით, ბათუმის აქციაზე კანონსაწინააღმდეგო არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

კვირას კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმში გამართულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ”სამართლიანი არჩევნებისთვის” ერთობლივად აკვირდებოდა.

როგორც აქციის დასასრულს საიას წარმომადგენელმა, ნინო ტავლალაშვილმა განაცხადა, საიას წარმომადგენლები 17:00 საათიდან მოყოლებული ადევნებდნენ თვალს აქციის სამზადის პერიოდსა და უშუალოდ აქციის მიმდინარეობას, თუმცა ამ პროცესში არავითარი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

„5 საათიდან აქციის დასრულებამდე ჩვენი წარმომადგენლები აქ ვიყავით, ამ პერიოდის განმავლობაში კი კანონის დარღვევის და კანონსაწინააღმდეგო არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აქციის პროცესი ყოველგვარი პროცედურების დაცვით ჩატარდა”, - დასძინა საიას წარმომადგენელმა.