ივანიშვილი: სააკაშვილმა  გაბედა და ისეთ სივრცეში შეიჭრა, როგორიც ეკლესიაა. სამღვდელოება ერთმანეთს დაუპირისპირა

ივანიშვილი: სააკაშვილმა გაბედა და ისეთ სივრცეში შეიჭრა, როგორიც ეკლესიაა. სამღვდელოება ერთმანეთს დაუპირისპირა

 "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა სამღვდელოება ერთმანეთს დაუპირისპირა. ამის შესახებ ივანიშვილმა  ბათუმში აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

"სააკაშვილმა საზოგადოება დაყო ასაკის მიხედვით, უცხო ენის მცოდნეთა და არმცოდნეთა მიხედვით, კუთხე – კუთხეს, უბანი – უბანს დაუპირისპირა. მან გაბედა და ისეთ სივრცეში შეიჭრა, როგორიც ეკლესიაა. სამღვდელოება ერთმანეთს დაუპირისპირა. ეს დაპირისპირება ისე დაუფარავია, რომ საჩხერეში მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ უპირისპირდება იქ მსახური მეუფე "ქართულ ოცნებას". ასევე დიასპორებშიც. დიასპორები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ იმის მიხედვით, თუ ვის უჭერს მხარს მათი მოძღვარი. სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ეკლესიას ამ წნეხისგან და სახელმწიფო არასოდეს ჩაერევა ეკლესიის შიდა საქმეებში", - განაცხადა ივანიშვილმა.  

 ბათუმში საოცრებათა მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ამ წუთებშიც  მიმდინარეობს. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს