პრემიერი-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წყალტუბოში შპს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის“ პრეზენტაციას დაესწრო.
შპს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია“ გლეხებს საშუალებას მისცემს, საბაჟო პროცედურები გამარტივებულად გაიარონ. კომპანია პროდუქტის ტრანსპორტირებასა და მის საზღვარგარეთ გატანას უზრუნველყოფს.
ვანო მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვიქნებით თქვენი ხიდი ევროპასთან, ჩვენ ავაშენებთ ხიდს წყალტუბოდან ევროპაში, წყალტუბოდან უკრაინაში, წყალტუბოდან ბელორუსიაში, ჩვენ ავაშენებთ ხიდს ადგილობრივი ბაზრიდან ცენტრალურ აზიაში“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივები უნდა ჩაერთოთ დიალოგში გამოთქვათ მოსაზრებები შენიშვნები და უნდა გადაწყდეს რა არის გასაკეთებელი.
„მე მინდა, რომ საქართველოში შეიქმნას ეს ინფრასტრუქტურა და ამან იმუშაოს თუნდაც სანახევროდ ისე, როგორც მუშაობდა პოლიცია. მგონი არც ერთ თქვენგანს არ აწუხებს კრიმინალის პრობლემა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.