„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ისრაელის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ისრაელის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იცხაკ გერბერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს. 

  იცხაკ გერბერმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. ელჩთან  შეხვედრა ბიზნეს ცენტრში შედგა. დიპლომატთან გამოსამშვიდობებელ საღამოს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი, იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კოალიციის ლიდერებმა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.