არჩევნების თარიღის შესახებ პრეზიდენტის ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებული არ არის

არჩევნების თარიღის შესახებ პრეზიდენტის ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებული არ არის

1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებული არ არის.

მმართველი პარტიის წევრები განმარტავენ, ამ სამართლებრივი აქტის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების ვალდებულება არ არსებობს.

არადა, ყველა დოკუმენტი სწორედ საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, პრეზიდენტის განკარგულება პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური – ერთჯერადი ხასიათის აქტია და ასეთი სახის დოკუმენტის 10 დღის ვადაში „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების ვალდებულება არ მოქმედებს.

 საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე გუშინ  სპეციალური განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. გუშინ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი განკარგულება.