ობამამ ბრძანება გასცა სირიელ აჯანყებულთა დასახმარებლად

ობამამ ბრძანება გასცა სირიელ აჯანყებულთა დასახმარებლად

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ამერიკულ სპეცსამსახურებს სირიელ აჯანყებულთა დახმარების უფლება ეძლევათ.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკა ქალაქ ადანის თურქული ბაზისა და ინჯირლიკში საკუთარი ბაზის საშუალებით აჯანყებულებს ისედაც ეხმარებოდა. სწორედ ამ ბაზებიდან მარაგდებიან აჯანყებულები იარაღით, ხოლო რამდენიმე ჯგუფი ბაზებში სპეციალურ მომზადებასაც გადის. სააგენტოს განცხადებით,თურქულ და ამერიკულ ბაზებს „საუდიის არაბეთისა და ყატარის მდიდარი ოჯახები აფინანსებენ“.

 NBC News-ი კი რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ სწორედ ადანის თურქული ბაზიდან მიიღეს ალეპოში განლაგებულმა აჯანყებულებმა საზენიტო -სარაკეტო დანადგარები.