რუსეთში არყის სიყვარულს ებრძვიან

რუსეთში არყის სიყვარულს ებრძვიან

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ბრძანება გამოსცა, რომელიც 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ალკოჰოლის მიყიდვას კრძალავს.

ონიშჩენკოს განცხადებით, ეს ხელს შუწყობს რუსეთში ლოთობის შემცირებას. მისივე განცხადებით, უნდა მოხდეს ფასების გაზრდაც ალკოჰოლზე და ერთი ბოთლი არყის ფასი მინიმუმ 300 რუბლი უნდა ღირდეს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა მკაცრად მოითხოვა სუროგატული ალკოჰოლის წარმოება, აგრეთვე არასრულწლოვანებისთვის ალკოჰოლის მიყიდვისთვის ზომების გამკაცრება. 

ამჟამად რუსეთში ალკოჰოლის შეძენა 18 წლის ზემოთ ახალგაზრდებს შეუძლიათ.