პარლამენტის წევრობის კანდიდატები ხელშეუხებლები ხდებიან

პარლამენტის წევრობის კანდიდატები ხელშეუხებლები ხდებიან

პარლამენტის წევრობის კანდიდატები ხელშეუხებლები ხდებიან, მათ კანონმდებლობა იცავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე ცესკოს თანხმობა არ იქნა.

გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ ცესკოს უნდა ეცნობოს. თუკი ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.