ვანო მერაბიშვილი საჩხერეს სტუმრობს

ვანო მერაბიშვილი საჩხერეს სტუმრობს

პრემიერ - მინისტრი ვანო მერაბიშვილი საჩხერეს სტუმრობს. მერაბიშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაში „ნაციონალური  მოძრაობის“  აქტივისტებთან და ადმინისტრაციულ რესუსრთან შეხვედრას მართავს.

From.ge - ს ინფორმაციით, მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაში შეხვედრაზე დასასწრებად იძულებითაა შეკრებილი წყალკანალის, საჩხერ გაზის, მუნიციპალიტეტის, სახანძროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. 

ჩვენი ინფორმაციით, საჩხერის ყოფილი დეპუტატი სანდრო თაბაგარი მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის შესასვლელში სიით დგას და დამსწრე ხალხს აღწერს.

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე საათის წინ,  ასევე საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში,  საჩხერის სკოლის დირექტორებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძესთან შეხვედრა დასრულდა.