კადაფის შვილი მისი  საქმის საერთაშორისო სასამართლოში გამოძიებას ითხოვს

კადაფის შვილი მისი საქმის საერთაშორისო სასამართლოში გამოძიებას ითხოვს

მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ-ისლამი ითხოვს, მისი საქმე საერთაშორისო სასამართლომ განიხილოს და არა ლიბიის სასამართლომ.

Reuters-ის ინფორმაციით, სეიფ ალ-ისლამმა თავისი ადვოკატების საშუალებით გაავრცელა განცხადება. მისი თქმით, თუ ლიბიის სასამართლო მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება.

კადაფის შვილი აცხადებს, რომ ის მზად არის მისი საქმე ლიბიის სასამართლოში იქნეს განხილული, მაგრამ მის ობიექტურობაში დარწმუნებული არ არის, რადგან მოწმეებსაც კი, რომლებიც მის დაცვას ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენი ელით.

სეიფ ალ-ისლამი ქალაქ ზინტანის ციხეში იმყოფება. საერთაშოროს სასამართლო უკვე თვეებია მის გადაცემას ითხოვს, რათა ბრალი დასდოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში, თუმცა ლიბია ამჯობინებს სასამართლო ქვეყნის შიგნით გაიმართოს.