მანანა ნაჭყებია: არჩევნების მიახლოებითი ვადები მთელმა საქართველომ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდა

მანანა ნაჭყებია: არჩევნების მიახლოებითი ვადები მთელმა საქართველომ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდა

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საპარლამენტოარჩევნების ვადის გამოცხადება მოულოდნელი არ ყოფილა და ახლა
„ახალ მემარჯვენეებს“ ეცოდინებათ საკუთარი ნომერი, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, ქდმ-სა და „ქართული ოცნებისგან“, რომლებიც დიდი ხანია იციან საკუთარი ნომრები და მათი წინასაარჩევნო კამპანია მათი დემონსტრირების ფონზე მიმდინარეობს.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოა  იმ თვალსაზრისით, რომ  ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპოა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაში  ყველა პოლიტიკური პარტია აქტიურადაა ჩართული. „ახალმა მემარჯვენეებმა“ ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ კამპანია, როდესაც ჩვენი პროგრამა წარვადგინეთ. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ვიცოდით, რომ არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში გაიმართებოდა , კონკრეტული რიცხვი დღეს გახდა ცნობილი. მიახლოებითი ვადები მთელმა საქართველომ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდა. 

  „ახალ მემარჯვენეებს“ უკვე გვეცოდინება ჩვენი ნომერი, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, ქდმ-სა და „ქართული ოცნებისგან“, რომლებიც დიდი ხანია იციან საკუთარი ნომრები და მათი წინასაარჩევნო კამპანია მათი დემონსტრირების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა და კარგია, ახლა რომ შესაძლებლობა მოგვეცემა. „ახალი მემარჯვენეები“ მზად არიან არჩევნებისთვის პიარულადაც, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაც პრაქტიკულად დამთავრებულია. ასე, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივ გაგრძელდება“,-აცხადებს მანანა ნაჭყებია.