სოსო ჯაჭვლიანი: იფარში სპეცრაზმელები რამდენიმე დღით ადრე იყვენე ჩასულები

სოსო ჯაჭვლიანი: იფარში სპეცრაზმელები რამდენიმე დღით ადრე იყვენე ჩასულები

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთის რაიონის სოფელ იფარში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა From.ge-ს განუცხადა, იფარში სპეცდანიშნულების რაზმები რამდენიმე დღით ადრეც იყვნენ ჩასულები, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სვანეთში კვირიკობის დღესასწაულზე ავიდოდა.

„სვანეთში ასვლისთანავე გავიგეთ, რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმები იყვენენ შესულები. იყო ძალიან ბევრი გადაცმული ხალხი წითელ მაისურებსა და კეპებში, რომლებიც მიშა, მიშას და წადი, წადი-ს ყვიროდნენ, თუმცა საღამოს ჩემთან სურათებს იღებდნენ და მეუბნებოდნენ, იმიტომ კი არ ვყვიროდით წადი-ს, რომ მართლა გვინდოდა თქვენი წასვლა, ფული გადაგვიხადეს და არ გეწყინოთო. იფარში მთელი სოფელი „ქართული ოცნების“ მაისურებით გამოვიდა ჩვენს დასახვედრად. სვანებს, ვინც მიშას უჭერდა მხარს, შერცხვათ და ხმამაღლა არ გამოუხატავთ თავისი მხარდაჭერა.

სვანეთში ჩასულები ვიყავით ბატონი ბიძინა,ზაზა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, გია ბურჯანაძე, მე. სპეცრაზმელები იმიტომ იდგენენ იქ, რომ როგორც კი რაიმე ინციდენტს ექნებოდა ადგილი, მაშინვე ხულიგნობის მოტივით დაგვაკავებდნენ. საბედნიეროდ, ხალხმა ჭკუა იხმარა.  არა მარტო იფარში, არამედ სხვა სოფლებშიც იყვნენ სპეციალურად მობილიზებული პოლიციის რაზმები“,-აცხადებს ჯაჭვლიანი.