„ქართული ოცნება“ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება“ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ ველისციხის მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის მიერ სტიქიისგან დაზარალებულებისთვის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივებმა სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ სპეციალური კითხვარები შეავსეს.

მანანა ბერიკაშვილმა და თინა ხიდაშელმა მოსახლეობას მიმართეს.

„მოვედით,  რომ ვაიძულოთ ხელისუფლება ის ფული, რაც თქვენ კანონიერად გეკუთვნით და თქვენს გამო ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხა სახელმწიფოს თქვენამდე მოვიდეს“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

თინა ხიდაშელის თქმით, ყველამ ერთად, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ეს თანხა დანიშნულებისამებრ დახარჯოს.

„ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში გადარიცხა 80 მილიონი ლარი სპეციალურად სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღსადგენად და ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ეს თანხა დანიშნულებისამებრ დახარჯოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.